სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება:
წიგნი თუ კომპიუტერი;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა შეადარონ ერთმანეთს წიგნისა და ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა და გამიჯნონ ერთმანეთისაგან დადებითი და უარყოფითი მხარეები;
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი დღეს აქტუალურია, რადგან წიგნი თანდათან კარგავს თავის დანიშნულებას და კომპიუტერიც ხშირად ახალგაზრდებისათვის წარმოადგენს მხოლოდ გართობის საშუალებას;
4. პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლემ ანალიზის გაკეთების შედეგად განსაზღვროს წიგნისა და კომპიუტერის გამოყენების მნიშვნელობა და მოახდინოს სწორი კლასიფიკაცია ინფორმაციისა და სხვადასხვა ლიტერატურის სარგებლობისას.
5. მონაწილეთა ასაკი:
14 წელი;
6. ხანგრძლივობა:
ერთი კვირა;
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ეს პროექტი ღირებულია ზოგადად მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლებისათვის, ისინი გააკეთებენ დასკვნას: წიგნი, როგორც ცოდნის მიღების ძირითადი წყარო, მხატვრული ლიტერატურის აღქმის შეუცვლელი საშუალება და კომპიუტერი, როგორც თანამედროვე მსოფლიოს მართვისა და ურთიერთობის აუცილებელი პირობა, როგორც საკომუნიკაციო, ისე ცოდნის გამოყენების საშუალება, რომლის მიღება ძირითადად წიგნით არის შესაძლებელი, მოსწავლეები უნდა მივიდნენ კონსესუსამდე და ნათლად დაინახონ ორივეს სინქრონში თანაარსებობის აუცილებლობა, რომ ის ( კომპიუტერი) ვერ მოკლავს მას ( წიგნს ),
პროდუქტები იქნება ის სლაიდები, რომლებსაც მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შედეგად შეასრულებენ, ასევე ის მსოფლიო სტატისტიკური ანალიზებისა თუ კვლევების შედეგების მოძიება, რომელსაც მოიძიებენ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნი, სქემები, დაფა, ცარცი.
9. პროექტის მსვლელობა,(ძირითადი აქტივობები):
ჯგუფებად დავყოფ კლასს და მივცემ დავალებას თითოეულ ჯგუს, გააკეთონ სლაიდ შოუ, სტატისტიკური მონაცემების ზოგადი ანალიზი( დიაგრამების აგება); დისკუსიის გშედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარონ და გაავლონ პარალელი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის;
10.საგნის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართული ლიტერატურა: მოსწავლეები მიეჩვევიან ბიბლიოთეკასა და ინტერნეტით სარგებლობას, ჩამოუყალიბდებათ ლიტერატურული ნაწარმოებისა და საინფორმააციო ტექსტების ერთმანეთისაგან გამიჯვნის ჩვევები, გაუადვილდებათ ტექსტების გაგებისა და თვითგამოხატვის უნარი, მოახდენენ ლიტერატურისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას;
11. პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო თოდაძე;
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
nino.todadze.07@gmail.com;
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://ninotodadze07.blogspot.com/
წიგნი თუ კომპიუტერი;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა შეადარონ ერთმანეთს წიგნისა და ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა და გამიჯნონ ერთმანეთისაგან დადებითი და უარყოფითი მხარეები;
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი დღეს აქტუალურია, რადგან წიგნი თანდათან კარგავს თავის დანიშნულებას და კომპიუტერიც ხშირად ახალგაზრდებისათვის წარმოადგენს მხოლოდ გართობის საშუალებას;
4. პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლემ ანალიზის გაკეთების შედეგად განსაზღვროს წიგნისა და კომპიუტერის გამოყენების მნიშვნელობა და მოახდინოს სწორი კლასიფიკაცია ინფორმაციისა და სხვადასხვა ლიტერატურის სარგებლობისას.
5. მონაწილეთა ასაკი:
14 წელი;
6. ხანგრძლივობა:
ერთი კვირა;
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ეს პროექტი ღირებულია ზოგადად მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლებისათვის, ისინი გააკეთებენ დასკვნას: წიგნი, როგორც ცოდნის მიღების ძირითადი წყარო, მხატვრული ლიტერატურის აღქმის შეუცვლელი საშუალება და კომპიუტერი, როგორც თანამედროვე მსოფლიოს მართვისა და ურთიერთობის აუცილებელი პირობა, როგორც საკომუნიკაციო, ისე ცოდნის გამოყენების საშუალება, რომლის მიღება ძირითადად წიგნით არის შესაძლებელი, მოსწავლეები უნდა მივიდნენ კონსესუსამდე და ნათლად დაინახონ ორივეს სინქრონში თანაარსებობის აუცილებლობა, რომ ის ( კომპიუტერი) ვერ მოკლავს მას ( წიგნს ),
პროდუქტები იქნება ის სლაიდები, რომლებსაც მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შედეგად შეასრულებენ, ასევე ის მსოფლიო სტატისტიკური ანალიზებისა თუ კვლევების შედეგების მოძიება, რომელსაც მოიძიებენ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნი, სქემები, დაფა, ცარცი.
9. პროექტის მსვლელობა,(ძირითადი აქტივობები):
ჯგუფებად დავყოფ კლასს და მივცემ დავალებას თითოეულ ჯგუს, გააკეთონ სლაიდ შოუ, სტატისტიკური მონაცემების ზოგადი ანალიზი( დიაგრამების აგება); დისკუსიის გშედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარონ და გაავლონ პარალელი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის;
10.საგნის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართული ლიტერატურა: მოსწავლეები მიეჩვევიან ბიბლიოთეკასა და ინტერნეტით სარგებლობას, ჩამოუყალიბდებათ ლიტერატურული ნაწარმოებისა და საინფორმააციო ტექსტების ერთმანეთისაგან გამიჯვნის ჩვევები, გაუადვილდებათ ტექსტების გაგებისა და თვითგამოხატვის უნარი, მოახდენენ ლიტერატურისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას;
11. პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო თოდაძე;
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
nino.todadze.07@gmail.com;
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://ninotodadze07.blogspot.com/
სასწავლო პროექტის გეგმა
მედიის დანიშნულება ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ნინო თოდაძე
| |
რაიონი
|
დიდუბე-ჩუღურეთი
| |
სკოლა
|
130-ე საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
|
თბილისი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
მედიის დანიშნულება ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე
| ||
თემის შინაარსი
| ||
მოსწავლეები გაეცნობიან და გაარკვევენ მწერლების როლს ჯურნალისტიკის განვითარებაში. მოიძიებენ ილიას, გალაქტიონის, ვაჟას, ოთარ ჭელიძის საგაზეთო სტატიებს, მოიძიონ ჟურნალ-გაზეთები, რომლის რედაქტორებიც ეს მწერლები იყვნენ, რა გამოხმაურება ჰქონდათ მათ მაშინდელ ეპოქაში. მოსწავლეები თანამედროვე გაზეთების რედაქტორებიდან და ცნობილი ჯურნალისტებისგან ჩაწერენ ინტერვიუებს და მოახდენენ შედარებას და მივლენ დასკვნამდე, თუ რა განვითარების გზა გაიარა მედიამ და რა ზეგავლენას ახდენს ის ადამიანის ცნობიერების განვითარებაზე.
| ||
საგანი
| ||
ქართული ენა და ლიტერატურა
| ||
დონე/კლასი
| ||
საფეხური, IX კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
2 თვე
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
სტანდარტი
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რა როლი აქვს მედიას ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაზე?
| |
თემატური კითხვები
|
რა გავლენა იქონია პრესამ ადამიანების ცხოვრებაზე?
როგორ შეიცვალა მედიის როლი დროთა განმავლობაში?
დღევანდელ ყოფიერებაში რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სწორად ინფორმირებულობა?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა იყო მე-19 საუკუნის გაზეთების მთავარი დანიშნულება?
რომელი მწერლები მოღვაწეობდნენ გასული საუკუნის ჟურნალ-გაზეთებში?
რა თემებზე იყო გაკეთებული აქცენტი მაშინდელ პრესაში?
არსებობდა თუ არა ცენზურა მაშინ და დღეს თუ ხდება მსგავსი ფაქტები?
|
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები ავითარებენ საკლასო და ინდივიდუალურ ვიცი-მინდა ვიცოდე - ვისწავლე დიაგრამებს მწერლების შესახებ. მოსწავლეები იყენებენ მათ საკითხის გაგებისათვის, კვლევისათვის კითხვების ჩამოყალიბებისათვის და თავიანთ სწავლაზე რეფლექსიისათვის.მოსწავლეები ადგენენ ცნობილი და ჟურნალისტების ჩამონათვალს, რომლებმაც მათი აზრით გავლენა მოახდინეს საზოგადოებრივ აზროვნებაზე. მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კონფერენციების დროს, რომ აწარმოოს უკუკავშირი. მასწავლებლები გამოკითხავენ მოსწავლეებს ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე პროექტის კონფერენციებზე.მასწავლებელი აკეთებს ჩანიშვნებს პროექტის განხორციელების პროცესში. ისინი დღიურის შეფასების ფორმას იყენებენ საკუთარი სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის მიზნით. მასწავლებლი გამოიკითხავს მოსწავლეებს ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე კონფერენციებზე. მასწავლებლები უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას, რომ გაანალიზონ მოსწავლეების გაგება.მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს პროექტის დროს, უბრუნდებიან არსებით და თემატურ კითხვებს: რა გავლენა იქონია პრესამ ადამიანების ცხოვრებაზე?
როგორ შეიცვალა მედიის როლი დროთა განმავლობაში?
დღევანდელ ყოფიერებაში რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სწორად ინფორმირებულობა?
გააკეთებენ დასკვნას.
| ||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| ||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| ||||||||||||||||||||||||||||
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
| ||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისი
გამართეთ დისკუსია იმის რა როლს ასრულებს მედეა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარადგინეთ ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი: როგორ გვეხმარება ინფორმირებულობა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში? ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას.
იმუშავეთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დაყავით მოსწავლეები და სთხოვეთ შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას შორის. გამართეთ დისკუსია მთელ კლასთან ერთად და განიხილეთ მედიის დანიშნულებისა და ინფორმირებულობის დანიშნულბის შესახებ.
მთელ კლასთან ერთად იმუშავეთ და შეავსეთ K-W-H-L სქემის პირველი სამი სვეტი, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოავლინოთ მოსწავლეების დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განაგრძეთ დისკუსია და განიხილეთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები მედიის გავლენას თანამედროვე სამყაროზე. გააცანით გასული საუკუნის პრესისა და თანამედროვე მედიის დანიშნულებაზე აუხსენით მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ მოცემულ საკითხებს.
მოკლედ აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პრესასა და ტელევიზიაში გაჟღერებულ თემებსა და საკითხებს.
მოსწავლეებს სთხოვეთ პრესის შესახებ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული ფურცლის, ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით. ონლაინ მასალებს შორის შეიძლება იყოს www.epn.ge * და www.nplg.gov.ge
გააცანით მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიური, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალების პასუხებისთვის; ასევე, ჟურნალისტური ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს. მაგალითისათვისგანიხილეთ ბლოგის რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. შეაგროვეთ დღიურები კვირაში ერთხელ და შეაფასეთ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონე. ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ.
სანამ მოსწავლეები პრესის კითხვას დაიწყებენ, გააცანით მათ შესაბამისი პერიოდის ენის გაგების და ინტერპრეტირების სხვადასხვა სტრატეგია. გაანაწილეთ მოსწავლეებზე სხვადასხვა საუკუნეების მიხედვით გამოსული პრესის ნიმუშები.პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ცვალეთ მოსწავლეთა მუშაობის მეთოდები: მთელ კლასთან ერთან ან მცირე ჯგუფებში მუშაობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.
პრესის კითხვის დროს აუხსენით მოსწავლეებს ჟურნალისტური ტერმინოლოგია სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების მაგალითები დავალების ჟურნალებში და განიხილოთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. უჩვენეთ მოსწავლეებს როგორ უნდა გააკეთონ სტატიის ანალიზი,რომლის მსგავსი თავად უნდა წარმოადგინონ .
მედიის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები:
პრესის შესწავლისას პერიოდულად სთხოვეთ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა: რა როლი აქვს მედიას ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაზე?
თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე ჯგუფებში იმუშაონ მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ინფორმაციის დანიშნულებაზე.
როდესაც მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს, ასევე იმსჯელებენ ტელევიზიის როლზე, ჰკითხეთ მათ რა არის ინფორმაცია. საკითხი შემდეგნაირად დასვით: რამდენად ცვლის სწორი ან მცდარი ინფორმაცია ადამიანის ცხოვრებას?
ცნობილი რედაქტორ-გამომცემლები და ჟურნალისტები
სთხოვეთ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოძიებული ინფორმაცია და ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ. მცირე ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები სხვადასხვა სახისა და შინაარსის გამოცემებსა და გადაცემებზე.
შეამოწმეთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა მიცემული დავალება.. ამისათვის მათ საკლასო დავალებად მიეცით სტატიის დაწერა აქტუალურ თემებზე.სტატიაში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები მოცემულ თემასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ჟურნალისტური წერის მანერა სტატიაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც: რა როლი აქვს მედიას ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაზე?
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩაატარეთ გონებრივი იერიში მედეაში არსებული იმ სოციალური საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია.
საბოლოო პროექტი
განიხილეთ გონებრივი იერიშის მეთოდი დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს სთხოვეთ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელობის მიხედვით. შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ჩამონათვალის შესადგენად და საკუთარი აზრების საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებებთან შესადარებლად გამოიყენონ ვიზუალური რანჟირების ინსტრუმენტი.
დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ პრესასა და ტელევიზიაში არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე. მოსწავლეებს აუხსენით, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად, მულტიმედიური პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი, ფლაერი ან ვიკის საიტი. მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი:
დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილეთ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. შეიძლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს. მაგალითის სახით მიუთითეთ სამართლიანი ინფორმაციის მიწოდების სამოქმედო გეგმა. მოსწავლეებს აუხსენით რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად, ცხოვრებაში.
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს სთხოვეთ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. განიხილეთ კვლევის მინიმალური მოთხოვნები თანმხლები პროდუქტის (ბროშურების, პრეზენტაციების, ვიკის საიტების და ა.შ.) დასრულების შემდეგ. პროექტის დასაწყისში დაარიგეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლოთ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.
უჩვენეთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, მაგრამ მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავთ. მოსწავლეებისთვის, რომელთაც დამატებითი მითითებები სჭირდებათ, არსებობს ბროშურის შაბლონი; თუმცა, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ.
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდით თითოეულ ჯგუფს და განიხილეთ მათი სამოქმედო გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს წარმოგიდგინოთ დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შეხვდებით ინდივიდუალურად, სთხოვეთ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ.
მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გამართეთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაისწრებიან. შეხვედრაზე განიხილეთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მთი პრეზენტაციები და აღნიშნეთ, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: რა როლი აქვს მედიას ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებაზე?
| ||||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
|
ნება დართეთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, საჭიროა სპეციალისტის დახმარება, ადაპტირებული ტექსტები და ადაპტირებული კითხვარები.
მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა ზეპირი გამოკითხვის მეთოდით, წერილობითი ტესტის ნაცვლად).
| |
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
თუ საჭიროა, გამოიყენეთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგალითად, შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.
| |
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
წაახალისეთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.
| |
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სასკოლო წიგნები, ბიბლიოგრაფიული მასალები, ჟურნალ-გაზეთები, ბიოგრაფიული წიგნები და ა.შ.
|
ინვენტარი/მასალები
|
პროექტორი, მონიტორი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოგადამღები, პრინტერ-სკანერი
|
ინტერნეტრესურსები
| |
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, ექსპერტები, ჟურნალისტები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий