ტესტები

ტესტები XII კლასი სახელი-
              ქართული ენა                                            გვარი-
1.      რომელია ზმნის სწორი ფორმა?
ა) გამაშლევია.  ბ) გავწყვიტავ.  გ) განახორციელებს.  დ) გაანთავისუფლებს.
2. რომელია მცდარი ფორმა I თურმეობითში?
ა) გაუთხრია. ბ) გაუთბია. გ) გაუშლია. დ) გაურტყია.
3. რომელი სიტყვათშეხამებაა უმართებულო?
ა) სუფთა ხელები.  ბ) სუფთა ტაძარი.  გ) სუფთა თეთრეული.  დ) სუფთა ჭურჭელი.
4.რომელი არსებითი სახელი არ გამოიყენება მხოლობით რიცხვში?
ა) არდადეგები. ბ) ლექსნი. გ) დედანი. დ) სიტყვანი.
5.  რომელი სიტყვათშეხამება არ შეიძლება იყოს მყარი?
ა) ენაზე იკბინა. ბ) ენა ჩაუვარდა. გ) ენა აილესა. დ) ენა დაიწვა.
6.   ჩამოთვლილ სიტყვათაგან რომელს აქვს ნეიტრალური შეფერილობა?
ა) ლაქლაქებს.  ბ) რატრატებს.  გ) ლაპარაკობს.  დ) ყბედობს.
7.   რომელი რიგობითი რიცხვითი სახელია დაწერილი სწორად?
ა) მე-25.   ბ) 25-ე.   გ) XXV-ე.   დ) მე-XXV.
8.  რომელია სწორი ფორმა?
ა) კვნეტავს. ბ) კვნიტავს. გ) კვნეტს.
9.  როგორი ფუძე აქვთ არსებით სახელებს: მოყვარე, პეპელა, ტომარა?
ა) კვეცადი. ბ) უკვეცელი. გ) კუმშვად-კვეცადი. დ) უკუმშველი.
10. რიცხვში ფუძემონაცვლე რომელი ზმნა არაა სწორად გამოყენებული?
ა) ცხვრები ხევში ჩაცვივდნენ.  ბ) დარბაზში მოწვეული სტუმრები იჯდნენ.  გ) ტომარაში ქვიშა ყრია. 
11.  ჩასვით სწორი ფორმა მოცემულ წინადადებაში .
--...--  ხმამაღლა ეძახდა ბებია თამაშში  გართულ ბავშვს.
ა.  ლევანი!   ბ. ლევან!  გ. ლევანო!
12.  რომელ წინადადებაშია გამოყენებული კრებითი სახელი?
ა. ,,ხეს ერთი ფოთოლი არ შერჩა“ ;  ბ. „ტყემ მოისხა ფოთოლი“;
გ. „უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა“ ;  დ. „ფოთოლი შეირხა“.
13.  ჩამოთვლილ თანდებულთაგან რომელი დაერთვის ორი ბრუნვის ფორმას?
ა. -ში;  ბ. -ვით;  გ. -მდე;  დ. მიერ;  ე. -თვის.
14.  რომელია მცდარი ფორმა?
ა. ამბავის;  ბ. მღვდლის;  გ. ფანჯრის;  დ. სვეტიცხოვლის.
15.  რომელია სწორი ფორმა?
ა. მათთმა წიგნები იყიდეს.  ბ. მათ წიგნები იყიდეს.
გ. იმათმა წიგნები იყიდეს.   დ. იმგენმა წიგნები იყიდეს.
16.  სიტყვა „მევიდა“ არის
ა. ბარბარიზმი;  ბ. არქაიზმი;  გ. დიალექტიზმი;  დ. ნეოლოგიზმი.
17.  რომელ სიტყვაშია ზმნისწინი ძველი ფორმით?
ა. გაწითლდა;  ბ.წარმართა;  გ. ამოფრინდა;  დ. მიიკლაკნება.
18.  რომელ ზმნშია სწორად ნახმარი პირის ნიშანი?
ა. მამამზეს თავი მოკვეთეს.
ბ. შვილის სიყვარული დედას ძალას ჰმატებდა.
გ. მან მეგობარს წიგნი სთხოვა.
დ. ზვიადს ბიზანტია ძაგდა.
19.  რომელ ბრუნვაშჲ შეიძლება იდგეს პირდაპირი დამატება?
ა. სახელობითსა და მიცემითში;  ბ. მიცემითში; 
გ. მხოლოდ სახელობითში;  დ. სახელობითსა და მოთხრობითში.
20.  ,,ვეებერთელა მთები გატრუნული დასცქეროდნენ გარინდულ ალაზნის ველს“.
ეს წინადადება არის :
ა. რთული თანწყობილი;  ბ. შერწყული; 

გ. მარტივი გავრცობილი;  დ. მარტივი გაუვრცობელი.






ტესტი ქართულ ლიტერატურაში
IX კლასი
  1. რა არის მინიატურა?
  2. ვინ იყო ნიკო ლორთქიფანიძე?
  3. მინიატურაში ,,გული“ რა არის მთავარი სათქმელი?
  4. რა არის მინიატურის ,,ბრმა თერძი“ მთავარი პრობლემა ?
  5. გააანალიზეთ, რა აქვს (საშობაო მინიატურებიდან) ამ სამ მინიატურას საერთო, გაავლეთ პარალელები.
  6. იმსჯელეთ ამ სამი მინიატურიდან რომელ მათგანში დასმულ პრობლემას ჩათვლით ყველაზე თანადროულად? პასუხი დაასაბუთეთ.( 2 ქულა)
  7. რა გამხდარა ჰალუცინაციების მიზეზი? (,, ლიტერატურული საღამო“)
  8. ,,იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით; მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით; იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარეებით“.

ა)ამოიწერეთ კომპოზიტები;
ბ) რა მხატვრული ხერხები გვხვდება. ჩამოთვალე მაგალითები;
გ) რას ნიშნავს სიტყვა -ბანოვანი?(2 ქულა)




ქართული ენა

  VIII კლასი   

                                                                                                    სახელი-------------     გვარი-------------

ტესტები

1.     ჩამოთვალეთ წინადადების მთავარი წევრები:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.     რა არის შემასმენელი და რამდენი სახისაა იგი?

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.     აქედან რომელი არ არის მეშველი ზმნა?

ა) ვარ, ბ) მაქვს, გ)დარჩა, დ)უნდა.



4.     იპოვეთ წინადადებაში შედგენილი შემასმენელი.       

ა) პატარა ბიჭი დაბნეული იყო.

ბ) ალექსანდრე კარგი მომღერალი იყო.

გ) დირექტორი მეტად წარმოსადეგი კაცია.





5.     რას ეწოდება ქვემდებარე?

რომელ ბრუნვებში შეიძლება შეგვხვდეს ქვემდებარე?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



6.     გაასწორეთ შეცდომები და გადაწერე სწორი ფორმით



ა) ნაჭრებზე ლაქები გაჩნდნენ.

---------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) და-ძმა კარგად მღერიან.

---------------------------------------------------------------------------------------------------

7.       ა) სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ინტერესდებიან ტექნიკით;

---------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) დიდ-პატარა სამუშაოდ გემზადებოდნენ.

---------------------------------------------------------------------------------------------------

8.       ა) მათმა დიდი სახლი აიშენეს;

---------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ზოგიერთი საკითხვები მეტად საინტერესო იყო.




9.     იპოვეთ შემასმენელი და ქვემდებარე და თავზე დააწერეთ:



ა) საღამოს სიცივემ ძალიან შეაწუხა ქალი.

ბ) ახალგაზრდა პოეტის ლექსმა ყველანი აღაფრთოვანა.

გ) ჭრიჭინები გაუთავებლად ჭრიჭინებენ.



10.  იპოვეთ შემასმენელი და ქვემდებარე და თავზე დააწერეთ:



ა) გოგონები დროდადრო ხმამაღლა იცინოდნენ.

ბ) მეფის ამალა ჩუმად იდგა და ბრძანებას ელოდა.

გ) ლევანმა მოხუცს ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა.








ქართული ენა და ლიტერატურა
1.) რომელ წლებშია დაწერილი ,,შუშანიკის წამება“ (ი.ხუცესი ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი“)?
ა)  577წ-600 წ ; გ) 476წ-482წ;
ბ)  654წ-657წ; დ) 890წ-897წ.
2.)  რომელ მეფეს ეახლა პიტიახში სპარსეთში რჯულის შესაცვლელად(ი.ხუცესი ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი“)?
ა) პეროზს; გ) დუკასს;
ბ) ნავროზს; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
3.) ვის ეკუთვნის სიტყვები: ,,-ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“(ი.ხუცესი ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი“)
ა) ვარსქენს; გ) არშუშას;
ბ) შუშანიკს;                                       დ) ჯოჯიკს.
4)ვის გამოყვა აბო არაბეთიდან  ქართლში( ი. საბანისძე ,, წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“)?
ა) გუბაზს; გ) სტეფანოზს;
ბ) ნერსეს:                  დ) იოანეს.
5) სად მოინათლა აბო ქრისტიანად( ი. საბანისძე ,, წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“)?
ა) ქართლში; გ) აფხაზეთში;
ბ) ხაზარეთში; დ) ბაღდადში.
6.) რას ნიშნავს სიტყვა ,, კერეონი“  ( ი. საბანისძე ,, წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“)?
ა) მსხვილი სანთელი; გ) ლერწამი;
ბ) კამათი; დ) მდინარე.
7.) ვინ წავიდა გრიგოლთან ერთდ თავდაპირველად მონასტრების ასაშენებლად ( გ. მერჩულე ,, ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი“)?
ა) საბა, თეოდორე და ქრისტეფორე;                    გ) მათე, თეოდორე და საბა:
ბ) საბა, ექვთიმე და იოანე;                                      დ) არსენი, თეოდორე და ეფრემი.
8.) რა დახმარება გაუწია აშოტ კურაპალატმა ხანძთის ძმობას( გ. მერჩულე ,, ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი“)?

ა) შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა;
ბ) უბოძა ვერცხლეული:
გ) უბოძა დიდძალი სიმდიდრე;
დ) არ გაუწევია დახმარება.
9.)რა ეწოდება გარკვეული წესით გამეორებულ ერთსა და იმავე ტაეპს?
) ეპიგრაფი;                 გ) ციტატა;
)რეფრენი;                 დ) ეპილოგი.ჯგგ
10.) რა ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან გრიგოლ ორბელიანს და ნიკოლოზ ბარათაშვილს?
ა) გრიგოლ ორბელიანი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის დეიდაშვილი;
ბ) გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთმანეთისთვის იყვნენ შორეული ნათესავები;
გ) გრიგოლ ორბელიანი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა;
დ) მათ შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობდა.
11). რატომ არ სურს პოეტს გამოფხიზლება ( გრიგოლ ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ )?
ა) ბედნიერების განცდა რომ არ დაკარგოს;
ბ) სამშობლოს სულით დაცემა რომ არ იგრძნოს;
გ) პირადმა ყოველდღიურობამ რომ არ შეაწუხოს;
დ) თამარის სამყაროს რომ არ მოსწყდეს.
12). რა თვისება არის  რომანტიზმისთვის  დანმახასიათებელი?
ა) წარსულის გაიდიალება;                გ) მომავლის გაიდიალება;
ბ) რეალურობის განცდა;                     დ) აწმყოს გაიდიალება.
13) რა წარმოადგენს ,,სატრფოს ცრემლის“ ალტერნატივას (ნ. ბარათაშვილის ,, მერანი“ )?
ა) თანამავალი ვარსკვლავი;   გ) უპატრონოდ შთენილი ძვლები;
ბ) სვავნი მყივარნი; დ) ციური ცვარი.
14). რას უწოდებს  ავტორი ქისტებს დადევნებულ ალუდას ( ვაჟა-ფშაველა, ,,ალუდა ქეთელაური“ )?
ა) დავლათიან კაცს;    გ) კარგ კაცს;
ბ) სიტყვაძვირ კაცს;   დ) კლდის ჩქარ შავარდენს.
15.) პოემა ,,განდეგილის მიხედვით, სად მდებარეობს ბეთლემის მონასტერი?
ა) მყინვარზე;  ბ)ბარში;   გ)ზედაზენზე;   დ) შავნაბადაზე.
16.) ვისი ნაცოლარია  პლატონის  სადედინაცვლო?( დ. კლდიაშვილი, ,,სამანიშვილის დედინაცვალი“)
ა) ვინმე სალობერიძის;
ბ) ვინმე უცნობილაძისა და ვინმე ბრეგაძის;
გ) ვინმე ბრეგაძისა და სალობერიძის;
დ) არცერთის.
17.) სად იძინებდა სასტუმროში მყოფი ბრომლეი( თუ დრო ექნებოდა) ? (ნ. ლორთქიფანიძე, ,, შელოცვა რადიოთი“)
ა)ჭერზე გაბმულ ჰამაკში; გ) სამუშაო მაგიდასთან;
ბ) აივანზე; დ) საწოლზე.
18.)ვინ ზრდიდა შალვა გორდელიანის ასულს ელის?(ნ. ლორთქიფანიძე, ,, შელოცვა რადიოთი“)
ა) კავკასიონის მთებიდან ცამოყვანილი ძიძა-გამდელი;  
ბ) ფრანგი გამზრდელი ქალი;
გ) დედა;
დ) ბებია.
19.) რა პოსტი ეჭირა უჯუშ ემხას ავსტრიის ფრონტზე (ლ. ქიაჩელი, ,, ჰაკი აძბა“ ) ?
ა) მზვერავის;
ბ) ქვეითების წინამძღოლი;
გ) საგანგებო სამსახური;
დ) აფხაზთა ასეულის შტაბ-როტმისტერი.
20) რა მხატვრული ხერხებია გამოყენებული ,, მარდი და მოქნილი, როგორც გარეული კატა(ლ. ქიაჩელი, ,, ჰაკი აძბა“ ) ?
ა)  ეპითეტი და გაპიროვნება;                           გ) გაპიროვნება და შედარება;
ბ) მეტაფორა და გაპიროვნება;                          დ) შედარება და ეპითეტი.
21.)რომელ ფრაზაში გამოიყენება შედარება ( გ.ლეონიძე, ,,ყივჩაღის პაემანი“)?
ა) ,, ქსანზედ არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა...“
ბ) ,,შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას...“
გ)  ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოვამტვერე გზები...“
დ)  დამნაცროს ელვამ შენი ტანისა“.
22.) როდის გრძნობს იგი მარტოობას ( ჯ. ქარჩხაძე, ,,იგი“)?
ა) როცა ნიზე ფიქრობს;
ბ) როცა ძველი ბელადის ნაკვალევზე ფიქრობს;
გ) როცა სხვებთან ერთად არის;
დ)როცა მარტოა.
23.) რას დაუწყებს ძებნას პირამიდებში რაში (პ. იაშვილი, ,,პირამიდებში“)?
ა) წარსულს; გ) მომავალს;
ბ) თავის სიყვარულს; დ) ცრემლებს.
24.)რომელ გაზეთს რედაქტორობდა ილია ჭავჭავაძე?
ა) საქართველოს; გ) კომუნისტს;
ბ) ივერიას; დ) არცერთს.
25)რომელ საზოგადო მოღვაწეს მიუძღვნა აკაკი წერეთელმა ლექსი ,, განთიადი“?
ა) დიმიტრი ყიფიანს; გ) ნიკო ნიკოლაძეს;
ბ) არჩილ ჯორჯაძეს; დ)ილია ჭავჭავაძეს.
26) გალაქტიონის თქმით, როგორ მოვიდა იგი თავის სამშობლოში ( გ. ტაბიძის ,, თოვლი“)?
ა) მშვიდად;  ბ) დაღლილი;    გ) უდაბნო ლურჯად ნახავერდები;    დ) მწუხარედ.
27) რომელ სტრიქონში გამოიყენება შედარება ( გ.ლეონიძე, ,,ყივჩაღის პაემანი“)?
ა) ,, ქსანზედ არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა...“
ბ) ,,შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას...“
გ)  ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოვამტვერე გზები...“
დ)  დამნაცროს ელვამ შენი ტანისა“.
28) თავდაპირველად ვინ იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე?
ა) ილია ჭავჭავაძე; გ) დიმიტრი ყიფიანი;
ბ) არჩილ ჯორჯაძე; დ) ივანე კერესელიძე.





სწორი პასუხები

  1. ა); ბ); გ); დ).
  2. ა); ბ); გ); დ).
  3. ა); ბ); გ); დ).
  4. ა); ); გ); დ).
  5. ა); ბ); გ); დ).
  6. ა); ბ); გ); დ).
  7. ა); ბ); გ); დ).
  8. ა); ბ); გ); დ).
  9. ა); ბ); გ); დ).
  10. ა); ბ); გ); დ).
  11. ა); ბ); გ); დ).
  12. ა); ბ); გ); დ).
  13. ა); ბ); გ); დ).
  14. ა); ბ); გ); დ).
  15. ა); ბ); გ); დ).
  16. ა); ბ); გ); დ).
  17. ა); ბ); გ); დ).
  18. ა); ბ); გ); დ).
  19. ა); ბ); გ); დ).
  20. ა); ბ); გ); დ).
  21. ა); ბ); გ); დ).
  22. ა); ბ); გ); დ).
  23. ა); ბ); გ); დ).
  24. ა); ბ); გ); დ).
  25. ა); ბ); გ); დ).
  26. ა); ბ); გ); დ).
  27. ა); ბ); გ); დ).
  28. ა); ბ); გ); დ).









Комментариев нет:

Отправить комментарий